კატეგორია: პოპ აჩიკო მეფარიძე – მაჩუქე ეს ღამე

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,072

Achiko Mefaridze – Machuqe es ghame
(მუსიკა: რ. მორჩილაძე, ტექსტი: ი.სანიკიძე)

აღარასოდეს დაბრუნდები,
ეს ჩვენი გზები გაიყარა.
დარჩება მხოლოდ სინანული
სიტყვები მიაქვს ქარს.
ჩემი ბრალია განშორება
წლები ნისლებით დაიფარა
მე შენ მიყვარხარ, მინდა გახსოვდეს,
რომ ისევ მიყვარხარ.

მისამღერი:
ვიცი, აღარ მოხვალ, მაგრამ დაგიცდი,
ნუთუ დაივიწყებ ყველაფერს?
როგორ მენატრები განა არ იცი?
მაჩუქე ეს ღამე!
ვიცი აღარ მოხვალ, მაგრამ დაგიცდი,
ნუთუ ყველაფერი დამთავრდა?
როგორ მენატრები განა არ იცი?
დაბრუნდი, სადა ხარ?

მოვა ლამაზი მოგონება
შენზე ოცნებას წაიღებს შორს,
შენი ღიმილი დაბრუნდება
და ისევ გამათბობს!
ისევ უშენოდ დაღამდება
და შენზე ფიქრში გაივლის დრო
მე სიყვარულის აღიარებას
ცრემლიან ღამეს ვთხოვ.

მისამღერი

მიყვარხარ, ისევ მაგონდები,
ფიქრებში მეორდები,
მაგრამ არასდროს დაბრუნდება
დაკარგული სიყვარული.

მისამღერი

როგორ მენატრები
დაბრუნდი, სადა ხარ!
მაჩუქე ეს ღამე.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
აჩიკო მეფარიძე - მაჩუქე ეს ღამე, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!