კატეგორია: პოპ აჩიკო მეფარიძე – უცხო ქალაქში

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,441

Achiko Mefaridze – Utskho qalaqshi
(მეორე მსოფლიო ომზე)

უცხო ქალაქში ბნელდება,
დროის საათი ჩერდება,
სადღაც კი, ნაცნობ ქუჩებში ბნელდება.

მისამღერი:
ცას უჩვეულო ფერი აქვს,
მე იქ ყოველდღე მელიან,
იქ სულ სხვაგვარად მღერიან
ბავშვობაც ისევ მახსენდება.
სევდა თოვლივით დადნება,
მხოლოდ ტკივილი არ ქრება
სხვა ვერ გაიგებს, ამ გულში რა ხდება?!

წლები ნისლებმა დაფარა,
ქარმა ფიქრები აშალა
და უცხო გზებით სად აღარ მატარა!

ვერა, ვერ გეტყვი სიტყვებით,
დუმილით უფრო მიხვდები,
წამიღებს დროის ზვირთები
და ისევ უსაზღვროდ მე მჭირდები.

სევდა თოვლივით დადნება, მხოლოდ ტკივილი არ ქრება,
სხვა ვერ გაიგებს, ამ გულში რა ხდება, რა ხდება ნეტავ?!

მისამღერი

ბნელა უცხო ქალაქში, ქრებიან ღრუბლები.
ნუთუ ვერასდროს დავბრუნდები?! ვხვდები.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!