კატეგორია: პოპ ? – ვინც ამ გოგოს გააცინებს

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,806

Unknown – Vints am gogos gaatsinebs
(ტექსტი: მორის ფოცხიშვილი)

შტოზე ვაშლი გარჩენილა,
ვინც მისწვდება მისია,
ვინც ამ გოგოს გააცინებს,
გოგოს გული მისია,-
ეს ცხოვრება ასე არი,
ის ცხოვრება ისეა!
ვინც ამ გოგოს გააცინებს,
გოგოს გული მისია.

მისამღერი:
– ეს მანდილი ვისი არი? (ვისი არი?)
– ეს კამანჩა ვისია? (ვისია?)
..– ეს ხომ ჩემი დისი არი!
– ეს ხომ ჩემი ძმისია! X2

ვკისკისებდით მალხაზები,
დარდი გვქონდა რისია?!
თურმე დასასრული იყო,
მე ვთქვი – დასაწყისია.
..როგორ გაჰქრა სიყმაწვილე,
ვეღარ ამომიხსნია X2

მისამღერი

ბაღში გოგო დაგოგმანებს,
გოგოა თუ ნისლია?!
ვინც გაიგებს, ვინც დაიჭერს,
ვინც აკოცებს – მისია, –
ეს ცხოვრება ასე არი,
ის ცხოვრება ისეა!
ვინც ამ გოგოს გააცინებს,
გოგოს გული მისია.

მისამღერი

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!