კატეგორია: GeoLyrics, საშობაო მარი ბოკერია & ქართული ხმები – ალილო

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,912

Mari Bokeria & Georgian Voices – Alilo
(კომპოზ. მიშა მდინარაძე)

ოცდახუთსა დეკემბერსა – საოცარი ღამეა,
არემარეს თეთრი ფიფქებით რთავს
მეორდება ასე წლიდან წლამდე
ველოდებით სულ ამ წამს.

ასე იყო და მუდამ ასე იქნება
ნანატრი წუთები დგება,
გზა ირთვება, ცა ინთება
სრულდება უფლის ნება და თენდება.

მისამღერი:
..ღამე თოვლისფერ ზღაპარს ქსოვდა
იმ საოცრების წამს
ქრისტეშობის დღეს მოგვილოცავს
და იმ ბედნიერ წამს..
ისმის ზარების ხმა.

..ალილო…

მისამღერი

..ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ვარსკვლავები ციმციმებდნენ აშუქებდნენ ედემსაო.
კიდევ ბევრჯერ აინთება შობის წმინდა სანთელიო
სიკეთე არ დაილევა როგორც დილა ნათელიო X3

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!