კატეგორია: პოპ დუეტი ჯეორჯია – საახალწლო სიმღერა (ესა მესა)

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 11,411

Duet Georgia – Saakhaltslo simghera (Esa mesa)
(მუსიკა: ვაჟა დურგლიშვილი, ტექსტი: მორის ფოცხიშვილი)

ესა-მესა, ესა-მესა…
ვეთხოვებით ძველსა წელსა…
და ყველანი ველით ახალს
საოცნებოს, სანატრელსა…

არც დღესა და არც ღამესა
ზოგჯერ უფრო კარგ რამესა
დღის და ღამის შუა წელსა
ახალ წელსა, ახალ ფერსა
სულ რომ მუდამ განათდესა
ახალ-ახალ სიმღერებსა.

ესა-მესა, ესა-მესა…
ვეთხოვებით ძველსა წელსა…
სიხარულით, სიყვარულით
გადავხვიოთ ხელი-ხელსა.

ალერსი და სითბო უნდა
ყველასა და ყველაფერსა
დღის და ღამის შუა წელსა
ახალ წელსა, ახალ ფერსა
სულ რომ მუდამ განათდესა
ახალ-ახალ სიმღერებსა.

..ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო X2

ესა-მესა, ესა-მესა…
ვეთხოვებით ძველსა წელსა.
სიხარულით, სიყვარულით
გადავხვიოთ ხელი-ხელსა.

ესა-მესა, ესა-მესა…
ვეთხოვებით ძველსა წელსა.
სიხარულით, სიყვარულით
გადავხვიოთ ხელი-ხელსა.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!