კატეგორია: პოპ მანანა თოდაძე, თემურ წიკლაური & ნუგზარ კვაშალი – ბერიკაცი

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,189

Manana Todadze, Temur Tsiklauri & Nugzar Kvashali – Berikatsi

ღობეს ღობავდა ბერიკაცი ღიღინ-ღიღინით,
მერე ჩამოჯდა თვალხილული პირზე ღიმილით.
..მოასვენა გადაღლილი ძველი სხეული
და ასე დარჩა ქანდაკებად გადაქცეული X2

..მიწა იყო,მიწად იქცა, მოგონებად გადაიქცა
ასეთია თურმე წუთისოფელი X2

ნაზიარები, შენდობილი ზეცას აკურთხა,
კიდევ ერთი ბერიკაცი დაისაკუთრა.
..დრო ისევ ივლის უსასრულოდ განუზომადი,
რომ მისი ღობე არ დატოვოს შეუღობავი X2

..მიწა იყო, მიწად იქცა.., მოგონებად გადაიქცა,
ასეთია თურმე წუთისოფელი…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!