კატეგორია: პოპ გოჩა იაშაგაშვილი – წლები გადის

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,188

Gocha Iashagashvili – Tslebi gadis

ღამეს სთვლემდა ზღვის ნაპირზე
ტალღებს შვება ეპოვა,
მარტოდ მარტო ვიჯექ ქვაზე
თავი ზღაპრად მეგონა.

ვიჯექი და შენ გნატრობდი
შენგან ალერსს ვნატრობდი,
რად დამტოვე ასე მარტო
დამიბრუნე წარსული.

მისამღერი:
წლები გადის მაინც გნატრობ
მაინც მარტოდ ყოფნას ვდარდობ,
დაღამდება შენს ლოდინში
ალბათ ბედი არა მწყალობს.
სევდიანი მივუყვები
ჩვენგან თელილ წვრილ ბილიკებს
შენ დამტოვე მაგრამ სხვა კი
ასე ალბათ დამივიწყებს.

ხის ტოტები აშრიალდა
ფოთოლს ცვენა დაეწყო,
ყველაფერი იცლებოდა
ღრუბელს მიწა დაეპყრო.

ზღვას კი ჩვეული სიმშვიდე
ქარისთვის ვერ დაეთმო
ჩვენ გათელილ წვრილ ბილიკზე
თეთრი თოვლი დაედო.

..მისამღერი Х2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!