კატეგორია: პოპ ნოდიკო ტატიშვილი – წერილი აფხაზეთში

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,457

Nodiko Tatishvili – Tserili Abkhazetshi

(ძვირფასო დღეს ამ სიმღერით, მხოლოდ ამ სიმღერით შემიძლია მოგეფერო)

როგორ მალე გაფრენილა იმ ბავშვობის შორი გზები
ამედევნე სულში ფიქრად დამიჯერე დავბრუნდები,
აფხაზეთი, სიყვარული, ცხელ ქვიშაზე სიარული
მოგონების მონატრება, ფიქრი ცრემლად მომადგება.

მისამღერი:
მოლოდინი ძნელია, ყველგან შენი გზებია
ნეტავ მალე დამთავრდეს უშენოდ დღე,
ნეტავ მალე დამთავრდეს, რაც მე ასე მაწამებს
ღამეს ისევ უშენოდ გავათევ, შორით შემოგევლები.

მოგონებებს ვერ ველევი, დავბრუნდები იცოდე.
რა ვქნა მაინც ჩემი გქვია, იქნებ მეც სხვას არ ვუხდები
თუმცა თმაში თეთრი გაჩნდა, ისევ შენთან დავბრუნდები
დამიჯერე დავბრუნდები ავენთები ცაში სანთლად
ვიგალობებ მხოლოდ შენთვის და გავქრები ყველას ნაცვლად.

მისამღერი

(დამიჯერე გულში არაფერი შეცვლილა, მალე მოვალ და გეტყვი როგორ გავიდა დრო უშენოდ. დღეს კი მხოლოდ სიმღერით, ამ სიმღერით შემიძლია მოგეფერო)

მისამღერი…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!