კატეგორია: პოპ ტრიო ჰანგი – ლამაზი ქალი

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,337

Trio Hangi – Lamazi qali

ლამაზი ქალი მაინც სხვისია
რაგინდ სინდისი ქონდეს ანკარა
..მისკენ ოცნებით ვარდებს ისვრიან
და ჟრუანტელი დგება თაკარა X2

იგი ბოლომდის სხვის ერთგულია
ეს ერთგულება ვთქვათ რომ გასწიროს
..ბოლოს და ბოლოს ერთი გული აქვს
სულ ყველას როგორ გაგვინაწილოს X2

ლამაზი ქალი არის ზღაპარი
იგი კეთილად არ ბოლოვდება
..ლამაზი ქალი არის სიზმარი
იგი არასდროს განმეორდება X2

დიდებულია მისი ღიმილი
არ ვიცი კოცნას რომელს გვარგუნებს
..ლამაზი ქალი მზე და მთვარეა
არ მიეკარო გაგანადგურებს X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!