კატეგორია: პატრიოტული ალექსანდრე პელეგი – ბილინგვა

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 825

Alex Pelegi (Eligulashvili) – Bilingva
ალექსანდრე პელეგი (ელიგულაშვილი) – ბილინგვა

(ლექსი: მორის ფოცხიშვილი)

ფოთოლცვენის იდილია მიილია
და დღეები უთავბოლოდ მიჰქრიან,–
ნახევარი საქართველო ტკივილია,
ნახევარი საქართველო ფიქრია.

მაგრამ ახლა უფრო მეტი სილაღეა
და ვნებებიც თითქმის ცერზე დგებიან,–
ნახევარი საქართველო სიმაღლეა,
ნახევარი საქართველო ფრთებია.

სურვილები ერთ წვეთ შუქშიც ვლინდებიან,
მზეს და მთვარეს ერთმანეთთან უვლიათ –
..ნახევარი საქართველო იმედია,
ნახევარი საქართველო გულია! X2

ჯერ უთქმელი სიტყვაა და იგავია,
გავა დრო და ალბათ ასეც იტყვიან,–
ნახევარი საქართველო გრიგალია,
ნახევარი საქართველო რიტმია.

ღამევ ჩემო, ცისკრად უნდა გაგათენო,
რა ვუყოთ რომ თავზე ისევ გვესხმიან,–
მუსიკაა ნახევარი საქართველო
ნახევარი საქართველო ლექსია.

სიყვარულით ცხრა უფსკრულზეც გაგვივლია,
ძალიმც მოგვდგამს, ტკბილია თუ მწარეა,–
საქართველოს ნახევარი მახვილია,
საქართველოს ნახევარი ფარია.

აღმავლობამ გამარჯვება იზეიმა,
აღმაფრენამ ლაჟვარდები დალია,–
..ნახევარი საქართველო ფხიზელია,
ნახევარი საქართველო მთვრალია! X2

ტკივილია, ფიქრია, იმედია, გულია!

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!