კატეგორია: პოპ ლუიზა მანაშეროვა – მასხარას სიკვდილი

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 736

Luiza Manasherova – Maskharas sikvdili
(კომპოზიტორი: ალექს პელეგი (ელიგულაშვილი) , ლექსი: სულო სეფიაშვილი)

უკანასკნელად დაეშვა ფარდა,
ძლივს არ დამთავრდა ეს კომედია?
ვერავის ვხედავ ახლა მის გარდა,
რაც ჩემს წინ ხდება, ესეც ბედია.

ხალხი სიცილით ჩაბჟირდა ლამის,
მე კი არ ვიცი, რატომ გავხელდი,
როს დავაკვირდი მასხარას წამით,
მონუსხულივით ფეხზე გავხევდი . . .

და აყირავდა უცებ დარბაზი,
სადღაც ტოტები შეატყდა ტირიფს,
..მსურდა მეყვირა, მახრჩობდა ბრაზი,
იქნებ გაჩუმდეთ, მასხარა ტირის! X2

ვინ რას დაგიდევს მასხარას სევდას,
როცა დარბაზი ტაშს უკრავს ნიღაბს,
ხომ არ გაგიჟდა, ტირილს რომ ბედავს,
რა ემართება, ხმას რად არ იღებს?

იმ სტვენასა და ტაშის გრიალში.
აინთო შუქი, დაეშვა ფარდა,
რაღაც სატანურ ორომტრიალში,
ვერავინ იგრძნო ვგონებ ჩემს გარდა.

როგორ მოვარდა ცრემლების თქეში,
რა უცნაური სიკვდილი ერგო . . .
..ფარდის მიღმა კი, სცენის კუთხეში,
გაცინებული ნიღაბი ეგდო X2

უკანასკნელად დაეშვა ფარდა,
ძლივს არ დამთავრდა ეს კომედია?

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!