კატეგორია: ზამთარი ნინო ჩხეიძე – ცივ ზამთარში უსახლკაროდ

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,453

Nino Chkheidze – Tsiv zamtarshi usakhlkarod
(ტექსტი: იეთიმ გურჯი)

ცივ ზამთარში უსახლკაროდ
სიცივეში გავატარე
.. გაზაფხულსაც მოველოდი
იმაზე ცუდს შევეყარე X2

მზეს ველოდი მის მაგივრად
ვხედავ მთვარე ამოსულა
.. სადაც რომ ვარდი დავთესე
იქ ეკალი ამოსულა X2

მე მაისი მარტად მექცა
მერცხლის ადგილს ჩხავის ყვავი
.. გაღმა გასვლას ვაპირებდი
მაგრამ ჩამეძირა ნავი X2

ბულბულის გალობა მესმა
მისმა ენამ გამახარა
.. ჩემს მებაღეს ვარდი ვთხოვე
მან ეკალი მომაყარა X3

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!