კატეგორია: პოპ რეგიონი – გამატარე

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,295

REGGAEon – Gamatare
(ლაშა ნოზაძე / Lasha Nozadze)

ქვეყნად არავის არ ძალუძს ის
რომ ზურგი აქციოს საჭირო ფიქრს
გული არ დაგწყდეს თუ არ ხარ სადაც გინდა იქ.

არაფერი აიღო სხვის
წყობაც კი შენი გაქვს თმის
თუ ჯამრთელს ბნელში იპოვნი ფიქრს
არ დაიშურო ჩახლეჩვა ხმის.

მისამღერი:
ქარი თუ მიწას მტვერს აცლის
დრო საკმარისზე მეტს გვაცლის
უკან მოხედვა ღირს კი
თუ ღამეს შეცვლი დღით.

კიდევ დავწერ ათას ლექსს
ვიმღერებ მე სხვებზე ბევრს
სულ ცოტას თუ მომისმენ
მისამღერს იტყვი შენ.

წყალი თუ ხავსისგან გარეცხავს ქვას
წვიმა თუ ბალახს ჩამობანს ტანს
მე მელოდიას გავყვები წყნარს
რითმები მუდამ თანა მყავს.

მისამღერი

დაღლილი მიმინო თუ ასვენებს ფრთებს
კუ ნელა მაინც გაივლის გზებს
უმიზნოდ როდის ჩაივლის დღე
შენც გამომყევი ასეა ეს.

შორს, ძალიან შორს
ვიღაცა ვიღაცას სიყვარულს სთხოვს
თან ის მწარედ გრძნობს რომ სიძულვილს სცნობს.

..ვთხოვ, სულ ყველას ვთხოვ რომ
გამატაროს იქ,
სადაც ვიცი რომ არასდროს ჩემთვის
არ ჩერდება დრო X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.0/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 2 votes)
რეგიონი - გამატარე, 9.0 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!