კატეგორია: პოპ მანანა თოდაძე – ელეგია

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,925

Manana Todadze – Elegia

მე ახლა შენს წინ, დაღლილი ვდგავარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ
მითხარი ხომ არ დავაგვიანე?

თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია,
შენ რომ გინდოდა, ის გული მე მაქვს,
ვიცი სხვა გული არ გინატრია.

მისამღერი:
აი სად შევხვდით, ვით ღამისთევა
მე კი თურმე სად დამღამებია.
შენ რომ გიყვარდა, ის ქალი მე ვარ
შენ უიმედოდ არ გყვარებია, არ გყვარებია.

შენ ეძახოდი შორს შენგად წასულს,
დაღმა ქარიშხალს ჩაუქროლია.
შენ ეძახოდი ვიღაცას, სულს
და ჩემს მეტს არვის გაუგონია.

მე ახლა შენს წინ, დაღლილი ვდგავარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაღიარებს,
შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ
მაგრამ ვაი რომ დავაგვიანე.

მისამღერი

შენ რომ გიყვარდა, ის ქალი მე ვარ
შენ უიმედოდ არ გყვარებია, არ გყვარებია.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!