კატეგორია: პოპ თემურ წიკლაური – ცხოვრების მატარებელი

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,185

Temur Tsiklauri – Tskhovrebis matarebeli

მიჰქრის ცხოვრების მატარებელი
და თან მიჰყვება სიცოცხლე ჩვენი
წლების ხურჯინით აკიდებული
სიბერის კართან მივფრინავთ ფრთებით.

და რამდენადაც ცოტაა წამი
როგორც მოკლეა წუთისოფელი
ისე ბევრია ფიქრი და სევდა
სიხარული კი როსღა მოგველის?

მისამღერი:
..მიჰქრის და მიჰქრის მატარებელი
ხან ბნელ გვირაბში, ხან კი ლაჟვარდში
ჩვენ კი ვბერდებით და ვიტყვით ბოლოს
რომ ყველაფერი იყო ზღაპარში X2

ჰოდა თუ გვინდა რომ სინანულმა
ამ ჩვენს ზღაპარში არ დაიბუდოს
სიკეთე ვთესოთ, ვპოვოთ სიმართლე
რომ როგორც ქუხდეს ისე იწვიმოს.

თუ გაჭირვებულს გამოადექი
თუ გაუქარვე დაჩაგრულს სევდა
გიხაროდეს რომ სიკეთე ქმენი
და არ ინანო რომ ეს დღეს შეგრჩა.

მისამღერი X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!