კატეგორია: პოპ ლელა წურწუმია – ვერხვები

გამოქვეყნდა: Feb 20th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 7,233

Lela Tsurtsumia – Verkhvebi

რაღაც უცნაური შემთხვევით
ისევ შეერთდება გზა.
სადღაც ერთხელ კიდევ შევხვდებით
და ნუ ამარიდებ თვალს.
ვიცი დავიბნევი მე ამ შეხედვით
და ბავშვივით თვალებს დავხრი ძირს.
რაღაცას გვახსენებენ ეს ძველი ვერხვები,
ჩვენ კი მაინც ვერ ვხვდებით რა გვჭირს.

ალბათ მარტოობას ვეჩვევი,
ვეღარ დავემალე და
იქნებ ნაადრევად ვბერდები,
მაინც სიყვარულის გვწამს.
მოდი მოგონებებს ნუ შევეხებით
და ცოტა ხნით მივენდოთ ამ წამს.
რაღაცას გვახსენებენ ეს ძველი ვერხვები,
ჩვენ კი მაინც ვერ ვხვდებით,
თურმე მონატრება გვკვლავს,
ფიქრი არ გვანებებს თავს,
შორს კი არაფერი სჩანს.
სევდა იქცა წარსულად,
რამდენი დრო გასულა.

რაღაც უცნაური შემთხვევით,
ისევ შეერთდება გზა.
სადღაც ერთხელ კიდევ შევხვდებით
და ნუ ამარიდებ თვალს.
ვიცი დავიბნევი მე ამ შეხედვით
და ბავშვივით თვალებს დავხრი ძირს.
რაღაცას გვახსენებენ ეს ძველი ვერხვები,
ჩვენ კი მაინც ვერ ვხვდებით …

მოდი მოგონებებს ნუ შევეხებით
და ცოტა ხნით მივენდოთ ამ წამს.
რაღაცას გვახსენებენ ეს ძველი ვერხვები,
ჩვენ კი მაინც ვერ ვხვდებით,
იქნებ ნაადრევად ვბერდები,
მაინც სიყვარულის გვწამს.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 6.0/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ლელა წურწუმია - ვერხვები, 6.0 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!