კატეგორია: პოპ ანრი ჯოხაძე – თბილისური უბნები (ჩემო თბილისო)

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,580

Anri Jokhadze – Tbilisuri ubnebi (Chemo Tbiliso)

თბილისელ კაცს თბილისურად მიყვარს შენი უბნები
სხვას არ ვეტყვი მიყვარხარო, მარტო შენ გეუბნები.
გოგოლევის ქუჩელი ვარ, მტკვარზე ფეხით გავდივარ
გაუქმებულ აივნების სიმღერა და დარდი ვარ.
მოვკვდე როცა გაგცვალო, ჩავქრე როგორც სანთელი
ყველა შენ გენაცვალოს ერთგული ყმის სახელით
ყველა მთაწმინდელი და ყველა სოლოლაკელი
დიღმელი და წყნეთელი, ვერელი და ვაკელი.

მისამღერი:
ერთადერთო, ჩემო ღმერთო, ჩემო თბილისო,
ერთადერთო, ჩემო ღმერთო, თბილის ქალაქო.

სიზმრად ვნახე ძველი რიყე, ჩუქურთმოვან მტევნებით,
ძველი ავლაბრელები და ძველი ხარფუხელები,
სიჭაბუკე მიბრუნდება, ლახტის წრეში ვიჭრები,
სად არიან შენი ყოჩი, ქამრიანი ბიჭები.

მოვკვდე როცა გაგცვალო, ჩავქრე როგორც სანთელი
ყველა შენ გენაცვალოს ერთგული ყმის სახელით
ყველა ნახალოვკელი და სვანეთის უბნელი,
ამაყი და თავნება, ჭკვიანი თუ სულელი.

მისამღერი X3

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!