კატეგორია: პოპ, როკი ექსცესი – არ გამომყვე ჯოჯოხეთში

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,506

ექსცესი – არ გამომყვე (წამომყვე) ჯოჯოხეთში
Excess – Ar gamomkve jojokhetshi

დღე და ღამე ერთად აირია ერთხელ,
მზე, მთვარე, მიწა და წყალი არსებობდა ბევრჯერ,
მე კი ერთხელ დავიბადე და არ მინდა მეტი,
და მე მოვჭამე ჩემი წლები და ცად მელის ღმერთი
რათა დამსაჯოს და დამტანჯოს, ვითომ ის არ მეყოფა,
სიცოცხლეში ჩემი თავი ცოდვის მონა მეგონა,
მას ეგონა ცხოვრებაში არ მესმოდა ძმის,
არადა როგორ გესმოდა გაკვეთილი ღვთის!
მხოლოდ ერთი არ მესმოდა არც მინდოდა გამეგო,
ვინც მანახა, ღირსი იყო დიდ დანაზე ამეგო
და რა გამეგო თურმე უცოდველთა ხოცვა,
სველ ბალახზე მსხვერპლთა ცოცვა დიდ ღმერთზე ლოცვა.

მისამღერი:
არ ვიწამე, ეხლა მივხვდი, ცოდვის მონა ვარ,
არ გავჩერდი, როცა მითხრეს, რა მოელის ავს,
არ გამომყვეთ ჯოჯოხეთში, არც გაუშვათ სხვაც,
არ ვიწამე, არ გავჩერდი, არ მივბაძე სხვას.

ამაღებინეს მე ხელი თავზე,
ცრემლი შემაშრა თვალზე,
დამაყენეს ჯოჯოხეთის კვალზე,
და ჩემს კარზე დააწერეს – გადაგიხდით ფულს,
არაუშავს, მხოლოდ ერთხელ აიჩქარებ გულს.
მივხვდი, რაღაც საქმე იყო, გავუყევი გზას.
დიდ სახლს მივადექი, ვეძებ მსხვერპლის კვალს.
დავინახე ბნელ ოთახში ვიღაც უზის ბუხარს,
ძაან ნელა გავუყევი იმ სახლისკენ ქუჩას.
ჩუმად ზურგს უკან დავუდექი, დავაკვირდი გონით,
ბოდვით დავიბღავლე -ის არის! მოვუქნიე ღონით,
ნელი ტონით. დავიძახე -აი, შენზე ფული,
მე ძირს დამივარდა ცული, ამერია გული.
ფული ჩავიდე და მიწიდან ჩემი ცული ავიღე
აქეთ-იქით ვიყურები, ვფიქრობ როგორ გავიდე.
მე გავიგე ვიღაც ყვირის – რაღაცა აქვს ხელში!
შემეშინდა, გავიქეცი ბნელში, დავიმალე ხევში.

მისამღერი

დავიძახე: -კუბო მომე, მივხვდი უკვე მოკვდა,
ღამე მორჩა და ღამესთან სიცოცხლეც,
მე კი იცოცხლე, მივხვდი, ვინ მოვკალი სახლში,
თავზე დამატეხა ამოცანა, დააწერა სადმე კარზე,
ელოდებოდა ბნელ ღამეს, იცოდა, რომ მივიდოდი,
კარზე მისი ხელნაწერი ყოფილიყო. იდიოტი!
რად უნდოდა თვის სიკვდილში რომ გამრია მეც,
რა სახელით, რა პასუხით მივაკითხო ღმერთს.
და ოი, ოი, აი, აი, რას ერჩოდი სხვას.
მასში წმინდა სული იყო, არ მისდევდა ავს.
უაზრო მოაზროვნესთვის ადვილია ცხოვრება,
მან იცის რომ მოკვდება, მაინც არ გასცა ქონება.
ნაბოზართაა ცხოვრება. ასე დადგა დროება!
ჰა, მე ჩემთვის, შენ კი შენთვის – ასე მითხრეს ღორებმა.
მონებმა ჯოჯოხეთის მომატყუეს ცხოვრებაში,
არადა მათ რას ვემდური, რწმენა არ მაქვს გონებაში.
ცხოვრებაში კაცს რად უნდა მეტი, მხოლოდ სწამდეს ღმერთის,
წმინდა იყოს, რომც არ ჰქონდეს ბედი
რწმენა მქონდეს მთავარია, არ შევეცი ფულს?!
არ ვიჩქარებ გულს და ჩუმად ვუგდებ ყურს.

..მისამღერი X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!