კატეგორია: პატრიოტული, პოპ, ხალხური ჯანსუღ კახიძე – ჩონგურს სიმები გავუბი

გამოქვეყნდა: Feb 20th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 6,328

Jansug Kakhidze – Chongurs simebi gavubi
(ტექსტი: აკაკი წერეთელი)

ჩონგურს სიმები გავუბი,
მოვმართე ნელა-ნელაო,
შევუხმატკბილე ერთმანეთს:
“ოდელა-დელა-დელაო!”

თავის ჰანგებზე, თავის ხმით
წკრიალებს ერთად ყველაო,
ერთი მეორის თანხმობით:
:ოდელა-დელა-დელაო!”

ერთი მათგანიც რომ გაწყდეს,
ეგრევე უნდა შველაო,
რომ არ გაფოჭდეს ჩონგური:
“ოდელა-დელა-დელაო!”

ჩონგური საქართველოა,
სიმები ჩვენ ვართ ყველაო,
სხვა და სხვა კუთხის მცხოვრებნი:
“ოდელა-დელა-დელაო!”

ერთობა ჩვენთვის ტახტია,
მტრებისთვის სახრჩობელაო,
მტერს, “ვაი დედა” ვაძახოთ
და ჩვენ ვთქვათ “დელა-დელაო!”

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.6/10 (11 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +5 (from 7 votes)
ჯანსუღ კახიძე - ჩონგურს სიმები გავუბი, 9.6 out of 10 based on 11 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!
განცხადება