კატეგორია: Featured, პოპ ტრიო თბილისი – შემოდგომა

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,332

Trio Tbilisi – Shemodgoma

გული შენ თავს მევედრება
ნაცვლად ქარი შემომხარის,
შემოდგომა მეფერება
სევდის უხმო მეგობარი.

ცელქი წვიმაც ასკინკილით
მიუყვება ნაცნობ ქუჩებს,
ზეცა ნაწყენი ქალივით
უცხო ცრემლით მივსებს ტუჩებს.

მისამღერი:
შემოდგომაა, შემოდგომაა
უშენობაა, უშენობაა.

სიყვარული ყვითელ ფოთლად
ჩამომჭკნარა, ჩაფერფლილა
დაჩოქილა საწყლად, ობლად
და ჩემს ფეხქვეშ გათელილა.

დანანებით ვემაგრები
შემოდგომა მიმატოვებს
და სიკვდილის მონატრებით
ზამთართან მარტო დამტოვებს.

მისამღერი

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!