კატეგორია: პოპ ნინი ქარსელაძე & აჩიკო მეფარიძე – ერთი ციდა ბედნიერება

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,373

Achiko Mefaridze & Nini Qarseladze – Erti tsida bedniereba
(მუსიკა: რ. მორჩილაძე, ტექსტი: გ. ჯოხაძე)

ცა არ გვაშორებს თვალს
ისევ აგვაყოლებს ხმას
და სხივებად იღვრება.

სულს სიზმრად ფრენა სურს
ისევ ენატრება გულს
შენთან ერთად სიმღერა.

მე მზის ალმური მწვავს
ისევ სიყვარულით შემომცქერიან
შენი თვალები.

მათ როგორ მიუხვდება სხვა
ბავშვურ გულის ცემას
თურმე ვერსად დაემალები.

მისამღერი:
გიმღერებ და ამ სიმღერით ცა განათდება
გიმღერებ და სიზმარიც ახდება,
ჩუმად დამაქვს ერთი ციდა ბედნიერება
ამ სიხარულს გული ვერ შეელევა.

ჩვენ აღარ მოვუყვებით სხვას
როგორ გაგვაყოლებს თვალს
ჭრელა-ჭრელა ნაპირი.

რომ ისევ გვემღერება დღეს
ისევ გააღვიძებს მზეს თოლიების ძახილი.

მე მზის ალმური მწვავს
ისევ სიყვარულით შემომცქერიან
შენი თვალები.

მათ როგორ მიუხვდება სხვა
ბავშვურ გულის ცემას
თურმე ვერსად დაემალები.

მისამღერი

გულით ჩუმად დამაქვს ბედნიერება
ჩემია და ამ სიხარულს ვერა ვერ შეელევა.

მისამღერი

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 2 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!