კატეგორია: პოპ პაატა თედიაშვილი – ბინდისფერია სოფელი

გამოქვეყნდა: Feb 20th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 12,960

Paata Tediashvili – Bindisferia sofeli

ბინდისფერია სოფელი თანდათან უფრო ბინდდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდდება

იმასაც მოკლედ უვლია, ვის გრძლად ეგონა იარა
თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს – მიწა, კაცის გულს – დარდი-იარა
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად, სხვას არა წაუღია-რა

ლექსო ამოგთქომ ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემდა სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე
მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ
ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე
მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ
სახლო არ დაინგრეოდე, ცოლო არ გასთხოვდებოდე.

ბინდისფერია სოფელი თანდათან უფრო ბინდდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდდება.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 2 votes)
პაატა თედიაშვილი - ბინდისფერია სოფელი, 10.0 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!