კატეგორია: პოპ ვაკის პარკი – გნებდები

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,197

Vakis parki – Gnebdebi
(მუსიკა/ტექსტი: ზ. ხუციშვილი)

მე ჯერ არ ვყოფილვარ ასე ძლიერი
და არასდროს მიგრძვნია ამდენი სითბო
ჩემთვის არავის არ უთქვამს ასეთი სიტყვები
სიცოცხლე თავიდან იწყება თითქოს.

გიყურებ შენ და ვხედავ სიკეთეს
ბოროტზე ამ დროს არავინ ფიქრობს
ცხოვრების დიდ და ამღვრეულ მდინარეს
ანკარა წყარო ერთვის თითქოს.

მისამღერი:
მე ზეწარს მოვახევ პატარა ნაჭერს
და შენი ფანჯრის წინ მუხლებზე დავდგები,
თეთრ დროშას ავწევ და ხმამაღლა ვიყვირებ
ხელებს ვწევ მაღლა და გნებდები
შენს სიყვარულს ვნებდები.

მინდა გითხრა რომ ჩემი იქნები
მე შენს თავს არასდროს არავის მივცემ ,
მინდა გითხრა რომ სიყვარულს გპირდები
მინდა რომ მუხლზე დაგიდგე ისევ.

მისამღერი

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ვაკის პარკი - გნებდები, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!