კატეგორია: პოპ ირაკლი ჩარკვიანი – შავი ფერი

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,035

Irakli Charkviani – Shavi feri

შავი ფერი შევიფერე, მოვიარე მთა-მთა,
ყაყაჩოთი ამოვავსე ჩემი ძველი ჩანთა,
მოვადუღე, გავიკეთე შემეცვალა ფერი,
სიგარეტი ვერ ვიშოვე ვეღარც-ერთი ღერი.
იმედი მაქვს გაზაფხული კიდევ ერთხელ მოვა,
დავიღალე, ვერ ვიძინებ, აღარ მინდა გლოვა,
აღარ მჯერა გამარჯვების, ვერ ვიწამე ბუდა,
ცა ქალამნად დავიხურე, დედამიწა ქუდად…

დავინახე შენი სახე, მომერია სევდა,
სიყვარულის მთვრალი მახე წელზე ხელებს მხვევდა,
მოვერიდე, გავიქეცი, შველა ვთხოვე ალაჰს,
მოსახვევში წავიქეცი, მოვეჭიდე ბალახს.
მოვუკიდე, გავაბოლე, დამავიწყდა დარდი,
მზეზე ფრთები დავიწვი და წყალში გადავვარდი.
ჩემი ცუდი საქციელი აღარაფერს არ გავს,
ვინც ეხლა არ გაიღვიძებს ის სამშობლოს კარგავს…

დავინახე შენი სახე, მომერია სევდა,
სიყვარულის მთვრალი მახე წელზე ხელებს მხვევდა,
მოვერიდე, გავიქეცი, შველა ვთხოვე ალაჰს,
მოსახვევში წავიქეცი, მოვეჭიდე ბალახს.
მოვუკიდე, გავაბოლე, დამავიწყდა დარდი,
მზეზე ფრთები დავიწვი და წყალში გადავვარდი.
ჩემი ცუდი საქციელი აღარაფერს არ გავს,
ვინც ეხლა არ გაიღვიძებს ის სამშობლოს კარგავს…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!