კატეგორია: პოპ ოთარ რამიშვილი – ფიქრების ზღვა

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,233

Otar Ramishvili – Fiqrebis zghva

ფიქრების ზღვა დაფნის ლოდებს მახეთქებს
გამომრიყავს, ისევ მითრევს ტალღებში
გაზაფხული ტყემლის კვირტებს აფეთქებს
ალუბლებს რთავს საქორწილო კაბებში.

..როგორ მომწონს წელიწადის ოთხი დრო
ყველას მისი სილამაზე ამშვენებს,
მე ზამთარმა ვიცი უნდა მომხიბლოს
ვგრძნობ რომ მალე სუსხს და ყინვას მაჩვენებს X2

რამდენ წუხილს, სევდას უძლებს ეს გული
რამდენი ტანჯვა გადამხდენია
ადიდდება, გამიტაცებს ენგური
დასრულდება ჩემი ყოფის დღენია.

..გევედრები მიპატრონე თუ შესძლებ
დამდექი გვერდში როგორც მფარველი
ეს ღიმილი შემარჩინე ტუჩებზე
სხვას არას გთხოვ და არაფერს არ ველი X2

ფიქრების ზღვა დაფნის ლოდებს მახეთქებს
გამომრიყავს ისევ მითრევს ტალღებში
გაზაფხული ტყემლის კვირტებს აფეთქებს
ალუბლებს რთავს საქორწილო კაბებში.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 3.5/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
ოთარ რამიშვილი - ფიქრების ზღვა, 3.5 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!