კატეგორია: პოპ ნიკო ბერიძე – ჩუმად გაგიყვან მინდორში

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,690

Niko Beridze – Chumad gagikvan mindorshi
(მუსიკა: რუსუდან სებისკვერაძე, ტექსტი: ჯ. ჩარკვიანი)

მზითა და მთვარით ამავსებს
შენი ნათელი სახეო,
ანთებულ სანთელს გამსგავსებ
ცისკრის ლოცვაზედ დანთებულს.

მისამღერი:
ჩუმად გაგიყვან მინდორში
ჩუმად დაგისხამ ღვინოსა
ისეთ სიმღერას გიმღერებ
თვალს ცრემლი მოედინოსა.

თავს შემოგავლებ ძვირფასო
ფიქრი არ გქონდეს ავისა
შენ ჩემო ბედის ვარსკვლავო
გამთენებელო ღამისა.

მინდორ და მინდორ დავყვები
დავკრეფ ვარდსა და იასა,
ყაყაჩოს, აგიბრიალებ
არ მოგაკარებ ნიავსა.

მისამღერი

თავს შემოგავლებ ძვირფასო
ფიქრი არ გქონდეს ავისა
შენ ჩემო ბედის ვარსკვლავო
გამთენებელო ღამისა.

შენ ჩემო ბედის ვარსკვლავო
გამთენებელო ღამისა.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!