კატეგორია: პოპ თამუნა აბზიანიძე & თემურ თათარაშვილი – დაგელოდები შენ

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,632

Tamuna Abzianidze & Temur Tatarashvili – Dagelodebi shen
(მუსიკა რ. მორჩილაძე, ტექსტი: ი. სანიკიძე)

ვიხსნებ იმ წლებს ძნელი ყოფილა უშენოდ,
რა სევდიანად, რა ჩუმად გაფრინდა სიყვარულის დრო.
ნუ დამაბრალებ გთხოვ, ისევ ცივა და თოვს,
ეს ყველაფერი მე გავატანე დროს.

ისევ მოვედი სადაც ვხვდებოდით ყოველთვის,
გელოდებოდი, თითქოს ვიცოდი დაბრუნდებოდი
რატომღაც ისევ თოვს, გული სიყვარულს მთხოვს,
მინდა რომ ერთად სადმე წავიდეთ შორს.

მისამღერი:
აღარ მსურს იარონ წლებმა უშენოდ
აღარ მინდა იარსებოს ამ დღემ უმზეომ,
გავათენოთ ისევ ეს ღამეები
დავაღამოთ ერთად დღეები.

თოვლის ფიფქები შენს დაბრუნებას ელიან,
ჩვენს ერთად ყოფნას და ჩვენს სიყვარულს ელოდებიან.
მე ისევ შენი ვარ, არავინ მინდა სხვა,
გთხოვ დამიბრუნდე და ერთად ვიყოთ ხვალ.

მისამღერი

მიყვარხარ და ისევ შენთვის ვმღერივარ,
დღეს პირველად ვამბობ, მე რომ ბედნიერი ვარ.
დაღლილი დღეები ისევ გელიან,
ძველ სიმღერას ელოდებიან.
ის ცივი დღეები წარსულში რჩებიან,
ისევ მიყვარხარ, მაინც დაგელოდები შენ.

მისამღერი

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!