კატეგორია: პოპ დესპანი – მოგონება ქარში

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,836

Despani – Mogoneba qarshi
(ტექსტი: ტერენტი გრანელი)

ქარია მძლავრი და საღამოა
ცაზე ყვითელი ღრუბლები რბიან,
იმას არ ველი, ის აღარ მოვა
იმაზე წუხელ არ მიფიქრია.

გზა დაიფარა ყვითელი ფერით
არც ეს ბედია ქარზე ნაკლები,
მთაზე ჩამოწვა ლურჯი ღრუბელი
ღრუბელი, მსგავსი მაღალ აქლემის.

მისამღერი:
.. ღამდება და მეც ვცილდები საზღვარს
საღამოს დარდი უფრო მწარეა,
.. იქ ალბათ თეთრი თოვლია სადღაც
იქ შორეული სიმწუხარეა X2

ქარია ისევ და საღამოა
ქარმა ჩემ სურვილს ფრთები მოსტეხა,
იმას არ ველი, ის აღარ მოვა
ის დადიოდა ბაღში ოდესღაც.

ო, ყოველივე როგორ მომბეზრდა
ქარია ისევ და საღამოა,
ის დაიკარგა ქარში ოდესღაც
იმას არ ველი, ის აღარ მოვა.

მისამღერი X2

იხილეთ ასევე სხვა ვერსია:

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!