კატეგორია: პატრიოტული, ხალხური ჩვენებურები – ხიდის თავს შევკრათ პირობა

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,238

Chveneburebi – Khidis tavs shevkrat piroba

ხიდის თავს შევკრათ პირობა,
ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია,
ჩავუხდეთ მუხრან ბატონსა
თავს დავანგრიოთ ბანია.
მუხრანბატონის ყმობითა,
ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა
დეკეული ვერ გავზარდე
კალოც ვერ ვლეწე მოზვრითა.
ხმალო, ხევსურეთს ნაჭედო,
თელავში თუშმა გაგფერა,
მეფე ერეკლემ გაკურთხა,
საომრად ჯვარი დაგწერა.
მტერო, დამჩაგრე, არ ვტირი,
ტირილი დიაცთ წესია,
ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში,
მაგრამ არ დამიკვნესია.
მაცალე, ერთი გავლესო,
ხმალ-ჩახმახ ცეცხლის კვესია
სულ წმინდად მოგავკევინო,
რაც ჩემთვის დაგითესია.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!