კატეგორია: პოპ ემკეი – გოგონა

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,480

Emkay – Gogona

სიცივე, ცარიელი ფურცელი და პასტა
მას არ ცალოს კოშარისგან ცხადში თავის დახსნა
უნდა ბრძოლა გამარჯვებით ნეტარების განცდა
ხვდება რომ მას შეუძლია ყველაფერი ახსნას.

ცარიელ ქუჩებში სადაც ყველაფერი იხრწნება
ერთ წამში ღამის კოშმარი რეალობად იქცევა
გონებაში გადამხტარი თავიდან იცმება
და მეოცნებე გოგოს გული სიძულვილით ივსება.

საათზე მეტი აღარ არის გოგონა იბნევა
წინ კი სამი მანიაკი ეძლევა თავ-დავიწყებას
ამ შეშლილი ფიქრებისგან სისხლი იმღვრევა
ვერასოდეს ვერ შეძლებს ის კაცი მის დავიწყებას.

მისამღერი:
ერთი გოგო ტირის
ვერაფერი ვერ ამშვიდებს მას,
იმ წუთების გახსენებით
მისი გული ბოღმით ივსება.

უძილო ღამის შემდეგ მეორე დღე გათენდა
გოგონა კი შიშისაგან თვალებსაც ვერ ახელდა
გახელდა, გარშემო ყველაფერი აჭრელდა
მან დაიფიცა რომ ამ ამბავს არასდროს გაამხელდა.

ხელს და ხელის გულებს საიდუმლოს ანდობდა
სხვის იმას არ სჯეროდა სხვაგან არსად ამბობდა
არ გრძნობდა არაფერს არავის ხედავდა
ოთახიდან გარეთ გასვლასაც ვერ ბედავდა.

კუთხეში ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა
აბაზანის ონკანიდან წყალი ისევ წვეთავდა
რადიოში ნაცნობი ხმა ნაცნობ ბიტზე რეპავდა
და ამ ბიტში გოგოს გული განუწყვეტლივ ფეთქავდა.

მისამღერი

მიქროდა წამიერება მიყვებოდა წამი
მის გულში კი კვლავ რჩებოდა მოგონების შხამი
მისი ხელი უნებურად სამართებელს სწვდებოდა
მაგრამ ვერ ხვდებოდა ცოცხალი რჩებოდა.

ხვდებოდა რომ ცოტახანში სული ამოხდებოდა
მაგრამ ცდებოდა თავიდან იბადებოდა
გრძნობდა რომ გულს ვერ მოეშვა აღარ იმალებოდა
სუნთქვა ეხსნებოდა ფერები ჩნდებოდა.

გარეთ მიიწეოდა თითქოს ის ელოდებოდა
ვისაც ის ელოდებოდა და ხშირად ელანდებოდა
სურათი რომელიც რატომღაც ახლა ესახებოდა
ხვდებოდა რომ თანდათან უფრო ძლიერი ხდებოდა.

გოგო აღარ ტირის და ცხოვრებას ის უბრუნდება
მისთვის ყველაფერი უჩვეულო ბგერით ივსება.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ემკეი - გოგონა, 9.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!