კატეგორია: პოპ მერაბ სეფაშვილი & მაია ჯაბუა – სიმღერას ვბედავდი

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,699

Merab Sepashvili & Maia Jabua – Simgheras vbedavdi
(მუს. ლ. ნემსაძე; ტექსტი: ი. სანიკიძე; არანჟ. ზ. მახნიაშვილი)

სიმღერას ვბედავდი – ვერ გაგაგონე ხმა.
სიზმრებში გხედავდი – მოჰყავდი ფიქრთა დასს.
გეძახდი, გეძახდი, მაგრამ რად?

წაიღეს ნისლებმა მოგონებები შორს.
მეგონა სიყვარულს
ვერ წამართმევდა დრო.
ეს ჩემი ფიქრია, განა თოვს.

მისამღერი:
ეს ღამე უძილო სიყვარულს ეძახის კვლავ,
სევდამ კი უძირო ღრუბლებით დაფარა ცა.
წახვედი, გაჰყევი, შორიდან მოვარდნილ ქარს.
დაგეძებ, სადა ხარ? მე ისევ შენ მიყვარხარ.

და როცა, წვიმაში მოენატრები გულს,
მე ვეღარ გავუძლებ უშენოდ გაზაფხულს.
ვიხსენებ იმ დღეებს დაკარგულს.

სიმღერას ვბედავდი – ვერ გაგაგონე ხმა.
სიზმრებში გხედავდი – მოჰყავდი ფიქრთა დასს.
გეძახდი, გეძახდი, მაგრამ რად?
მისამღერი
და ძველებურად შორიდან მესმის ნაცნობი ხმა,
ეს მონატრება მოვიდა, მე ისევ მიყვარხარ.

მისამღერი

უცნაური ღამის სიჩუმე დგას.
მენატრები, სადა ხარ, სად?

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!