კატეგორია: პატრიოტული, ხალხური ანანური – არხოტო, სამშობლოვ

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 14,246

Ananuri – Arkhoto, samshoblov

არხოტო, სამშობლოვ,
ჯიხვ-არწივების ბინაო,
..შენს მტერსამც შამაკლა
შენს მკერდზე დამაძინაო X2

მიტომ გაგვზარდა დედამა
მიტომ გვეტყოდა ნანასა,
.. რომ მტერს ვდევნიდეთ ხელმუდამ
მუდამ ვლესავდეთ დანასა Х2

(მთაზედა ყორნები
ბუდობენ არ იშლიანო,
..რომარ შამოგხედონ
თოლნი არ დაიშლიანო X2)

კაი ყმის ცოლობა
ნუ გიხარია, ქალაუ,
..მაჰკვდება ლაშქარში,
დარჩები ცარიალაო X2

და თუ მოკვდება ვაჟკაცი
სამშობლოს გულისთვინაო,
.. დედა აცხოვნე ვაჟისა
ვინც თავი მას შესწირაო Х2

(ვაჰ, დედას ყორანო,
ჩემი ლეშითა ძღებოდა,
იბანდეთ სისხლითა,
ფეხზე ვეღარა დგებოდე
ერთხელაც გაგაძღებ
მაღლა ხეზედა ჯდებოდე)

არხოტო, სამშობლოვ,
ჯიხვ-არწივების ბინაო,
..შენს მტერსამც შამაკლა
შენს მკერდზე დამაძინაო X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!