კატეგორია: პოპ ემკეი – სანამ ძალა გაქვს

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,704

Emkay – Sanam dzala gaqvs

ახლა ვამბობ იმას რაც აქამდე არ მითქვია
მოუსმინეთ ხმას გარშემო ისვრიან,
ყოველი სიტყვა ყოველი ბგერა
არ გეტყვის ამას არ გეტყვის ყველა.

ხანდახან ვგრძნობ რომ უკვე ვნებდები
მაგრამ მჯერა იმისი რომ არასდროს გავჩერდები,
იმიტომ რომ მე, მინდა ვიყო პირველი
მივაღწიო მწვერვალს არ არის საკვირველი.

რომ ძნელია განცდა იმის რაც გაცდა
სამყაროს ამ წამს დარჩება სხვაც და
არ რჩება არაფერი ემოციის გარდ
მთელი შენი წარმოდგენა ახლა გადაგვარდა.

მაგრამ ხვდები იმას რომ ცხოვრება კიდევ წინ არის
უბრუნდები რეალობას აქედან გამომდინარე
რაც შენ გამოიარე ცდილობ შენი ფანტაზია
გამოხატო სიტყვით გამოხატო ბგერით.

ყოველი სიმღერით ამას უზიარებ სხვას
ხშირად პასუხად იღებ სიძულვისის ზღვას
მაგრამ შეუძლებელია ამის გარეშე
ასეთია წესები ამ არემარეში.

მისამღერი:
სანამ ძალა გაქვს სანამ გული ძგერს
სანამ გარშემო ეს სიმღერა ჟღერს
სანამ შანსი ჯერ კიდევ ბევრია
მაგრამ მიზანი ერთადერთია.
როცა იმარჯვებ მაგრამ ნებდები
როცა მიდიხარ მაგრამ ჩერდები
როცა ცხოვრება ასე ძნელია
მაგრამ იცი ეს წამი შენია.

რთულია იპოვო საჭირო სიტყვა
როდესაც ამდენი რამე უკვე ითქვა,
რთულია მიხვდე რას ფიქრობს ხალხი
რთულია ყოველთვის დაწერო კარგი.

როცა ზიზღისგან უკვე სუნთქვა გაქვს შეკრული
არ იცი კიდევ რას გიმზადებს ცხოვრება ბედკრული,
რჩები მხოლოდ შენ აღარავის გარშემო
და ის თუ რა შეგიძლია ახლა უნდა აჩვენო.

დრო არის იმოქმედო დრო არის მოგების
ჯერ არ იცი კიდევ რამდენი მოგელის,
მაგრამ ხვდები რომ ეს არის რასაც ამდენხანს ელოდი
ეს არის რისთვისაც შენ თავს ებრძოდი.

როცა ყველაფერს თმობდი როდესაც მირბოდი
როდესაც ჩერდებოდი როდესაც კვდებოდი,
როდესაც უგიმოდი ბედის ირონიას
როდესაც არ თმობდი საყვარელ მელოდიას.

მაგრამ შენ გაუძელი შენ თავში დარწმუნდი
ბევრი რამე გაიგე ბევრში გადარწმუნდი,
მაგრამ მთავარი ბრძოლა კიდევ წინ არის
მალე ყველა გაიგებს EMKAY ვინ არის.

მისამღერი

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!