კატეგორია: პოპ ბედინა – სიყვარული

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 5,650

Bedina – Sikvaruli
(მუსიკა: მიხეილ ბედინაშვილი)

(ისე რაც მართალია: ერთხელ იბადები, მეორედ კვდები
ერთხელ გიყვარდება მეორედ ქრება,
მესამედ ეძებ და გული გიკვდება,
ძნელია უსიყვარულოდ ცხოვრება)

მენატრები, გელოდები, სიზმრებში გეუბნები
რომ იცოდე მე შენ დღეს მეტს არავის ველოდები
არ გაქრება სიზმარი, არ გაქრება ფიქრები
დარჩება ჩემს გულში და შენ ჩემი იქნები.

ამ ცხოვრებას მე დღეს ისევე ავიტან
ჩემ გვერდზე თუ შენ იქნები რაღაცას გავიტან
გავაკეთებ ბევრს დღეს და გაჩუქებ ერთს
ნამდვილ სიყვარულს და საოცრებებს.

შენს თავს ვერ დავუთმობ მე სხვას
შეიძლება ეს სიტყვები მე შენთვის ბევრჯერ მითქვამს
შენ დღეს ვერ ჩასწვდები ჩემს აზრს
უშენობა მაწუხებს და მონატრება მე მკლავს.

სხვას ნუ დაუჯერებ სხვას
უაზრო ლაპარაკით შეგიცვლიან აზრს
ფიქრებს ნუ გაანდობ სხვას
მე მჯერა გამიგებ და შენი მწამს.

შეხედავ მომავალს, შეხედავ წარსულს
იფიქრე ჩემზე და მიხვდები რა გსურს
გაყევი ჩემს ბილიკებს იარე ჩემს წინ
მე შენ მიყვარხარ აზრს ნუ შემიცვლი.

შეიძლება ბედმა მე მწარედ დამცინოს
და მე შენ სიყვარულში ბოლომდე გამწიროს
იტირებს ცა, ვიტირებ მეც
უფრო შეგიყვარებ, ვერ შევცვლი ბევრს.

ვხედავ მე ავდივარ დიდების მწვერვალზე
ჩემს გვერდით გოგონა დგას, ლამაზი ყველაზე
თვალებში ვუყურებ ის კი ვერ მამჩნევს
მინდა ვესაუბრო რაიმე თემაზე, შევეხო თმაზე.

ის კი ვერ მამჩნევს აზრები მეფანტება ოდეს შენს თავზე
ასეთი თვალები, ასეთი სილამაზე
არ ვიცი როგორ გაჩნდა, ვინ შექმნა ქვეყანაზე.

სასწაულს უკვე მე არ ველი, გესმის?
შენა ხარ უკვე ჩემი მფარველი ღმერთი
ვერ ვხვდები რა მოხდება, არ მჯერა ბედის
სანთლებს ავანთებ და ვილოცებ შენთვის.

იმიტომ რომ ცხოვრებაში მე მწამს ღმერთის
მე მინდა რომ ყველაფერი გავაკეთო შენთის
შემომხედე თვალებში და მომენდე, გესმის?

იმიტომ რომ შენ მე მინდა იყო ჩემთვის
შეგეხები თმაზე და მოგეფერები თავზე
მე ჩაგეხუტები და გეტყვი – არ იფიქრო სხვაზე

მე მესმის შენი სუნთქვა, მე მესმის შენი ხმა
და მესმის შენი ფიქრები და გულის ცემა კვლავ
მინდა გახსოვდეს შენ ჩემი სიტყვები
ხო და რომ ყოველი გზით შენთან ვიქნები,
შენთან ვიქნები და არ გავიქცევი.

მე მგონი უაზრო სიტყვებით ვიღლები
მე მგონი ცრემლებად გადავიქცევი
გჯეროდეს ჩემი რომ შენთან ვიქნები
და ჩემი სიტყვები მე შენ შეგპირდები
რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით.

ცხოვრების ჟამი, სიტყვების წამი
იცოდე შენთან მე არა მაქვს ვალი
ვიქნები მკვდარი თუ არ მექნება თავი.

რომ შენ არ იყო ჩემი დასაცავი
და თუ კი გინდა კარგო რომ წავიდე მარტო
მე მთელი ცხოვრება უნდა დავიტანჯო.

როცა ცას არ შევხედავ მაშინვე შენა გხედავ
და მე იმაზე ვფიქრობ – ეს ასე რატომ ხდება?
მე შენზე ფიქრებში ვფიქრობ და ვარსებობ.

(არასდროს გაქრება ეს ჩემი ფიქრები
დარჩება ჩემს გულში და შენ ჩემი იქნები, გესმის?)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!