კატეგორია: პოპ ფორტე – თბილისის მზეს

გამოქვეყნდა: Mar 27th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,257

Forte – Tbilisis mzes

ვინ გამიქარვებს დარდს, შემოდგომის მზე დნება.
ცის წამწამებს ეფარება და ახალ სიყვარულს ემალება.
ვინ გამინათებს გზებს, მტკვარი ცრემლივით შრება.
მაგრამ თუ გული ძგერს, უნდა გაექცე ბედს
თბილსა და საყვარელს თუ გულით ატარებ მზეს,
თბილისის მზეს.

მისამღერი:
და როგორც თოლია გაყვები მტკვარს,
არ მოგაცილებ თვალს,
ჩემსავით ვინ გეტყვის სხვა,
რომ ისევ მიყვარხარ,
ზეცაში მიდიან ნაცნობი ქუჩები,
ბაღებში ისევ ბულბული სტვენს,
თბილსა და საყვარელს თუ გულით ატარებ მზეს,
თბილისის მზეს.

ვინ გამითენებს დღეს, ძველი ქალაქი ქრება,
მაგრამ თუ გული ძგერს, უნდა გაექცე ბევრს,
თბილსა და საყვარელს თუ გულით ატარებ მზეს,
თბილისის მზეს.

მისამღერი

ცხადი ხარ თუ მოჩვენება, ახალი ოცნებით ვიმშვიდებ სულს,
დამიკარგე მოსვენება. კვლავ შენთან სიცოცხლე მსურს
და ძველი ნაღველი თოვლივით ქრება

მისამღერი

თბილსა და საყვარელს თუ გულით ატარებ მზეს,
თბილისის მზეს.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ფორტე - თბილისის მზეს, 9.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!