კატეგორია: პოპ მერაბ სეფაშვილი – თეთრი გოგო

გამოქვეყნდა: Mar 23rd, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 6,085

Merab Sepashvili – Tetri gogo
(მუსიკა: ნუგზარ ერგემლიძე)

ქვა იყო და გამჩენისგან
არც არაფერს ელოდა
მაგრამ მაინც სულდგმულივით
..სუნთქვა ენატებოდა X2

იდგა თეთრი მარმარილო
ფიქრი ნისლად წვებოდა
ადამიანს დამამსგავსე
..მხატვარს ევედრებოდა X2

მისამღერი:
მოდიოდა თეთრი გოგო,
მერე დიდხანს რჩებოდა.
და ნელნელა ქვის ნატეხი
..ქალღმერთს ემსგავსებოდა X2

ქვა იყო და სიცოცხლეზე
სიყვარულზე ფიქრობდა
თითქოს მართლა იცინოდა
თითქოს მართლა ტიროდა.

დრომ თავისი გაიტანა
ქალდრის მთებზე დათოვა
წავიდა და ქვად ქცეული
..უკვდავება დატოვა X2

..მისამღერი X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!