კატეგორია: პატრიოტული გოგი დოლიძე – კიდევაც დაიზრდებიან

გამოქვეყნდა: Mar 23rd, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 6,239

Gogi Dolidze – Kidevats daizrdebian

ნუ ნაღვლობ ჩემო ქვეყანავ
განქარდა ავი სიზმარი.
ისევ ანთია შენი მზე,
შენი მთვარე და ცისკარი.

მე ამოგიღე გულიდან
მტრისგან ნასროლი ისარი,
ჭრილობას დაგიკემსავენ
ოქროს სხივები მზისანი.

შეიშრე ჩემო ქვეყანავ
ცრემლები შავი დღისანი
ღვთიური მადლით ნაკურთხო,
ხატი ხარ დასაფიცარი.

ზეცამ გიმრავლოს შვილები
როგორც ვარსკვლავნი ცისანი.
კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი.

იყავი გულით თმისანი
და მტერ-მოყვარე იცანი
არ აგერიოს ერთ გულში
შენი ორგულნი იცანი.

მე ამოგიღე გულიდან
მტრისგან ნასროლი ისარი,
ჭრილობას დაგიკემსავენ
ოქროს სხივები მზისანი.

..შეიშრე ჩემო ქვეყანავ
ცრემლები შავი დღისანი
ღვთიური მადლით ნაკურთხო,
ხატი ხარ დასაფიცარი.
ზეცამ გიმრავლოს შვილები
როგორც ვარსკვლავნი ცისანი.
კიდევაც დაიზრდებიან
..ალგეთს ლეკვები მგლისანი X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!