კატეგორია: პოპ ბედინა & ამიგო – დავლიოთ

გამოქვეყნდა: Mar 23rd, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,703

Bedina & Amigo (Amiko) – Davliot
მიხეილ ბედინაშვილი & ამირან ჯანელიძე (ამიკო) – დავლიოთ

დილით, ადრე პახმელიაზე ვიღვიძებ
ამ ცხოვრებას ფხიზელი ვერ ვუყურებ მე,
დავლევ, დავლევ, დავლევ აბა რას ვიზამ
ერთი და იგივე თითქმის ყოველ დღე.

ბოლოს და ბოლოს და ბოლოს ძველი თბილისელი ვარ
სვანეთის უბანში ამოდის ეს ჩემი მზე
მიყვარს ჩემი თბილისი, მიყვარს მისი ქუჩები
ქალაქიდან რომ გავდივარ მენატრება უბნები.

მიყვარს ჩემი მტრები და მიყვარს ჩემი ძმები
ლხინში, გასაჭირში ერთმანეთს გვერდში ვუდგებით
იასნია ყველა სტუმარს კაცურად ვხვდებით
შენც მოდი ერთად დავლიოთ და დავივიწყოთ პრობლემები.

არ არსებობს თბილისელი ვისაც არ დაელიოს
რომ სადღეგრძელოში თბილისი არ ერიოს
(გაუმარჯოს პავლეს, დაისხამს და დალევს)
ჭიქას როცა აწევს და ვაჟკაცურად დადებს.

მისამღერი:
..ჩამოასხით ერთიც უნდა დავლიოთ, დავლიოთ X4

მეც დავლევ ღვინოს და ვაკოცებ ნინოს
და იქნება კარგად მერე რომ ჩამეძინოს,
არ გავიკეთებ წამალს, არ ავიკიდებ შიდს
სუფთა ღვინოს დავლევ და არც დავიჭერ დიდს.

ძალიან მიყვარს ქალები და ლამაზი, ლამაზი ქალები
მინდა მქონდეს ვარდები რომ მოვუკლა მათ დარდები,
ჩემი ხობია დღეს: ღვინო, ქალი და ვარდები
შენ თუ ჩემნაირი ხარ არასდროს დაბერდები.

დღეს ბევრს ურჩევნია კარ სუფთა ღვინოს
ვისკი, კონიაკი, ცოტა კაპუჩინოც,
ამ ყველაფერს ყლუპავენ, უნიტაზზე სუნთქავენ
მერე სახლში მისული აგინებენ ღვინოს.

ღვინო რა შუაშია, თუ არ შეგიძლია სმა
თუ ვერ იტან სასმელს, მაშინ ნუ იღებ ხმას,
დალიე, შეგერგოს ოღონ იცოდე ზომა
ქართველ კაცს ღვინო შეაყვარა ომმა.

სიფხიზლეში ბევრი მალავს თავის გულს
სიმთვრალეში ზოგი გახუტებს სულს,
ასე რომ ბევრ ბაზარს სჯობია დავლიოთ
(მიდი, მიდი ჩამოასხი ერთიც უნდა დავლიოთ).

..მისამღერი X2

კაცი ვარ ქუდი მხურავს ქედს არ ვუხრი არავის
არც არავის ვემონები არც ვბატონობ არავის,
ყველას ვურჩევ მხიარულად წუთისოფლის დატოვებას
არა აქვს მნიშვნელობა სქესს და ეროვნებას.

(მოდი ერთად დავლიოთ, დავლიოთ.
ეს ცხოვრებაც გავლიოთ, გავლიოთ.)

მეტი რაღა უნდა აკეთო პოლიტიკის შემხედვარე
თუ არ დადალევ ფხიზელი ვერ დაიანხავ მთვარეს,
ვერასოდეს დაინახავ ფხიზელი ამ ღამეს
ამ ლამაზ და სხვანაირ თბილისურ ღამეს.

რომელიც ბრწყინვალება ქართულ ლამაზ ფერებში
(მეფაიტონე მე შენი ეტლი)
მე მინდა რომ თბილისი ერთად შემოვიაროთ
და ე, შენი დიჯეი, წამოდი ერთად ვიაროთ.
დრო რეპ შოუზე ერთად დრო გავატაროთ
ერთად გავატაროთ და ყველამ ერთად ვიმღეროთ

..მისამღერი X6

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!