კატეგორია: პოპ, ხალხური გელა დაიაური – როცა შენს დალალებს ქარი შლის

გამოქვეყნდა: Mar 23rd, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 7,752

Gela Daiauri – Rotsa shens dalalebs qari shlis

როცა შენს დალალებს ქარი შლის
მოგავხარ ნესტანს და თამარ-ქალს,
..დედაშენს მოვტაცებ ქალიშვილს
მერე გინდ ყაჩაღი დამარქვას X2

წაგიყვან, გიამბობ მთებმა ვით გამზარდეს
შენ ეგრე ტურფას და ლამაზმანს,
..საცოლე მომყავსო, ქორწილი ამზადეთ
გველეთში ვაცნობებ მამასა X2

როდესაც ჩაუვლი შენს ქუჩის შესახვევს
იქ ტოტებს მიხრიან წნორები,
..დედაშენს უთხარი რამე ჩემს შესახებ
სასიძოდ თუ მოვეწონები X2

წამოდი ძვირფასო, წავიდეთ ახლავე,
ვეწვიოთ მთებსა და ხეობებს,
..სადაც ხევსურები შესაწირს დაკლავენ
ხატისას და ლუდით ღრეობენ X2

მინდა სულ გიმღერო ცხრა ნაწნავიანო
უქრობი სურვილით წავიდეთ
..წამოდი წავიდეთ მთა გადავიაროთ
წამოხვალ… წამოდი წავიდეთ X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
გელა დაიაური - როცა შენს დალალებს ქარი შლის, 10.0 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!
განცხადება