კატეგორია: პოპ ლელა წურწუმია – ჯადოსნური გამოცანა

გამოქვეყნდა: Mar 23rd, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,673

Lela Tsurtsumia – Jadosnuri gamotsana

მომენატრები, რომ ისევ ამიხდინო ძველი ზღაპრები
რომ ისევ გვეძახოდნენ თეთრი აფრები,
ბავშობის ტკივლივით მომენატრები
ვერავინ გამოგიცნობს.

ასე რად ხდება? იმ კოცნის ნაკვალევი რატომ არ ქრება?
და ღამე მზის სხივებით როგორ ნათდება?
სული კი ძველ სიმღერას მთხოვს.

ასე რად ხდება? წარსული სიზმარივით რატომ არ ქრება?
და ღამე მზის სხივებით როგორ ნათდება?
ვერაფერს ვერ გაუგებ დროს.

ასე რად ხდება? ცხოვრება საათივით დატრიალდება
და ყველა ქარიშხალი უცებ ჩადგება
სიყვარულს მოსვლა მაინც აგვიანდება
ვერავინ გამოგიცნობს.

მისამღერი:
..ნეტავ სადა ხარ? ო, როგორ მენატრება შენი დანახვა
შენ ჩემი ჯადოსნური გამოცანა ხარ,
ვერავინ მიგიხვდება სხვა X2

რომ ისევ ამიხდინო ძველი ზღაპრები
ბავშობის ტკივლივით მომენატრები.

..მისამღერი

ასე რად ხდება? თითქოს ის ნაკვალევი რატომ არ ქრება?
და ღამე მზის სხივებით როგორ ნათდება
სული კი ძველ სიმღერას მთხოვს X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 5.5/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ლელა წურწუმია - ჯადოსნური გამოცანა, 5.5 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!