კატეგორია: პოპ ნიკოლშოუ – დედამიწა

გამოქვეყნდა: Mar 23rd, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 7,115

NikolShow – Dedamitsa (Kartuli zghapari)
ნიკოლშოუ – დედამიწა (ქართული ზღაპარი / ჯოკონდა, აი ია)

იქ წავიდეთ სადაც ღმერთმა ქნას
დავუბრუნდეთ ჩვენ იმ ქვეყანას,
სადაც მხოლოდ სითბოთი
და სიყვარულით გველიან.

იქ არავინ არავის არ სჭამს
იქიდან ხომ ყოველივე სჩანს,
მხოლოდ ღმერთის დანახული
მოხატული ფერებით.

იმ ქვეყანას მიწაც წაღმა ბრუნავს
იქ ყოველი ერთმანეთზე ზრუნავს,
ყველამ ერთი როლი უნდა შეასრულოს
და უფალის ნება აღასრულოს.

(მრგვალი ქალღმერთი მოიცავს ყოველს
მასშია ყველა გრძნობის კრებული
რაც კი გრძობა აქვს მის ნაშობ ცხოველს
ათასკეცად აქვს სულს შეგრძნებული.
რა ქნას, როგორღა შეგვეხმიანოს?
ზღვა ხომ გაგვიხსნა ადამიანო?!
ხომ გაუმკვრივა მის რჩეულს წყალი
მაყვლის ბუჩქსაც ხომ შეუნთო ალი?!
ხომ შეასია ეგვიპტეს ყმები
მისი ელჩები და საცეცები,
კალიები და გომბეშოები,
მისი ცოცხალი ორგანოები.
ხომ ამოტვიფრა კლდეზე მცნებანი
ხომ ჩაიბარა აღსარებანი.
რა ქნას როგორღა შეგვეხმიანოს
მისმა შვილებმა რომ ვაღიაროთ!
მისი ღაღადი არვისას არ ჰგავს
დაფად იყენებს ძე რასაც დარგავს
ხორბლის ყანებზე ხაზავს და ქარგავს
შემიცნობენო იმედს არ კარგავს.
შეხედე, ნახე როგორ მეტყველებს
მიწისძვრით, ქარით, ცუნამით, ცეცხლით
ზოგან ქარბორბალს დაატრიალებს
უფრო ხმამაღლა როგორღა გვეყვის?!
რომ გამოვფხიზლდეთ, მივუგდოთ ყური
არ ვხოცოთ ძმანი, დავთესოთ პური
ჩვენ კი უფრო და უფრო ვუძრახით
მის სიტყვებს კატაკლიზმებს ვუძახით.)

აბა ნახე დროის უკუსვლა (უფალო შეგვიწყალე…)
ცხედარი ხომ მიწამ წარმოშვა (უფალო შეგვიწყალე…)
ყოველი თუ მიწაში ჩადის ამოდის
ღმერთო მითხარ „დედა ვინ გამოდის“?

მასში ვერთიანდებით სულ ყველა (უფალო შეგვიწყალე…)
მის გულში ხომ ანათებს და ცხელა (უფალო შეგვიწყალე…)
და ღვთიური სითბო მისი წიაღში ყველას
ეფერება და სიკეთით ღელავს (უფალო შეგვიწყალე)

იქ წავიდეთ სადაც ღმერთმა ქნას.

იხურება ჩემი ჭრელი ფარდა
მაპატიეთ ყველამ რომ მიყვარდა
და იფრინოს ამ სიმღერამ სავსემ ცოდვით
ჩვენ რომ შემოქმედზე დავდიოდით.

ფრაზა რომ ბრძანა უნეტარესმა
ყოველი ერის ლოცვად ჩამესმა,
აი ასე ჟღერს ფრაზა ფრთიანი:
„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“
დაადასტურებს ქვეყნად ვინცაა
მას რომ სამშობლო დედამიწაა.

(იგი თუ ცეცხლია იგი თუ წყალია
იგი თუ მიწაა რომელიც მგრვალია,
იგი თუ დედაა და თან ცოცხალია?!
მაშ ისიც ღმერთია და იგი ქალია!)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (3 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +3 (from 5 votes)
ნიკოლშოუ - დედამიწა, 10.0 out of 10 based on 3 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!