კატეგორია: პოპ რეგიონი – თივა-თივა

გამოქვეყნდა: Mar 23rd, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,539

REGGAEon – Tiva Tiva
(ავტორი: ლაშა ნოზაძე)

მე შენ, შენ სხვას!
მე მზე, შენ ზღვა!
მე დღეს, შენ ხვალ!
მე შენ, შენ ისევ სხვას!

შენი თმები მოთიბული…
ნახე, თივა-თივა როგორ ითიბება…
მაგ თმისფერი ხელთათმანი, მეც…
მომიქსოვე რა იქნება…

გამატანე მე, მაღლა მთებში…
სადაც თოვლი აღარა მადნება…
რომ შემეძლოს შენი თბილი, მე…
მოგონებით აღელვება…

გული მიმაქვს მე, მაღლა მზეში…
უზენაესს ვეტყვი ნებას…
როგორც ჩიტებს თბილ ქვეყნებში, მე…
მინდა სახლში დაბრუნება…

მე შენ, შენ სხვას!
მე მზე, შენ ზღვა!
ამ ხელს, მაგ თმას…
მე შენ, შენ ისევ სხვას!

შენი თმები და მოთიბული,
თივა-თივა როგორ ითიბება,
მაგ თმისაგან ხელთათმანი, მე…
მომიქსოვე რა იქნება…

ო, ა, ო, აია – ერთად ყოფნა რა კაია…
ო, ა, ო, აია – ერთად ყოფნა მართლა კაია…
ოოოო, ო, ა, ია – ერთად ყოფნა რა კაია…
ოოოო, ო, ა, ია – ერთად ყოფნა მართლა კაია…

კაია, კაია, აბა რა… X4

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!