კატეგორია: პატრიოტული მერაბ სეფაშვილი – თეთრი რაში

გამოქვეყნდა: Mar 23rd, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 10,924

Merab Sepashvili – Tetri rashi
(ტექსტი: ვასიკო ცერცვაძე ?ვახტანგ ხმალაძე,
მუსიკა: ჯუმბერ ჯანდიერი ? მერაბ მამულაშვილი)

წმინდა სანთლის სხივი ხარ და
ჩაუმქრალი ღიმილი ხარ,
და არავის, სულ არავის არ გავხარ,
თეთრი ხარ და ყირმიზი ხარ,
ვინც შეგწვდება იმისი ხარ,
შენს ლოდინში სიჭაბუკე გათავდა.

მისამღერი:
სადღაც მიჰქრის თეთრი რაში,
სადღაც მღერის თეთრი გედი –
ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ.
აენთება ღვინო ჯამში
აფეთქდება ჩემი ლექსი და
შენ დაგენთება კარგო კელაპტრად.

თავს მოიკლავს თეთრი გედი ამაღამ,
თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს,
ეს ფიალა უყვარს უფალ თამადას,
მიართვით, მიართვით.

ვინც დალია ისევ იმან დაილოს,
ვინც უყვარდათ, ისევე ის უყვარდეთ,
ვინც ელოდა მიეგებოს ალიონს,
სინათლეს, სინათლეს.

საქართველო უსასრულო ფიქრია,
ჯვარზე გაკვრა იმავ წუთს და იმავ დღეს,
რა მძიმე და რა მსუბუქი ტვირთია,
გიყვარდეს, გიყვარდეს, გიყვარდეს.

სხვანაირად ვერ ვიქნები,
ყოველ ღამე შენთვის ვკვდები,
ყოველ დილით შენ ირთვები ხელახლა,
ზედაზენზე ცისკარს ვხვდები,
მეტეხთან მტკვარს ვუერთდები
და ვძმაკაცობ მხოლოდ ტატოს მერანთან.

მე მოსისხლე მტერიც მიყვარს
და ვინც მიყვარს, მართლა მიყვარს,
ასაკით კი საქართველოს ხნისა ვარ
და ყველაზე ნაღდი სიტყვა
რაც კი მითქვამს, შენთვის მითქვამს,
შენ ხომ ჩემი თეთრი სერაფიტა ხარ…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 2 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!