კატეგორია: პოპ ნინო ჩხეიძე – ისევ მიდიხარ

გამოქვეყნდა: Mar 23rd, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 13,134

Nino Chkheidze – Isev midikhar

ისევ მიდიხარ, ისევ მშორდები
ისევ ეშვება ღამე.
აღარასოდეს განმეორდები
ხედავ მითვლიან წამებს.

ხარ მშვენიერი და სასწაული
შენთან მეცოცხლა მსურდა
..აღუვსებელი ხარ სასწაული
ლანდად დაგდევდი მუდამ X2

დილა ხმას არ მცემს, ღამე მემდურის
მზე ჩამავალი მიცდის
..მე უშენობით ვარ უბედური
წყალში ვდგევარ და ვიწვი X2

ამ ჩემს ცხოვრებას ბედმა დასცინა
კვლავ შენ სიყვარულს ვნატრობ
..მთლად ნუ გამრიყავ, მთლად ნუ გამწირავ
და ნუ დამტოვებ მარტო X2

ისევ მიდიხარ, ისევ მშორდები
ისევ ეშვება ღამე.
..აღარასოდეს განმეორდები
..ხედავ მითვლიან წამებს…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!