კატეგორია: პოპ აჩიკო მეფარიძე & თამუნა ამონაშვილი – მაპატიე

გამოქვეყნდა: Mar 23rd, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,534

Achiko Mefaridze & Tamuna Amonashvili – Mapatie
(მუსიკა რ. მორჩილაძის, ტექსტი ი. სანიკიძე)

ო, რამდენი რამე მახსენდება
და ღამე ფიქრებში გათენდება
ეს უსასრულო ლოდინი მაპატიე, მაპატიე.

სად გეძებო, სად, რა ჩუმად წახვედი,
არ მასვენებენ წარსულის ლანდები,
შენ ცრემლიანი დამალე თვალები,
როცა მოვიდნენ განშორების ქარები.

შორს, ძალიან შორს მიდის მოგონება,
გთხოვ დამიბრუნდი, გული გელოდება,
წუხს მონატრება ლოდინით დაღლილი,
შენ ვერ გაიგე ჩემი გულის ძახილი.

მისამღერი:
ო, რამდენი რამე მახსენდება
და ღამე ფიქრებში გათენდება
ეს უსასრულო ლოდინი მაპატიე.
მღერიან მონატრების ბგერები,
და ახლა ოცნებას ვეფერები,
ოო, სევდას ვეღარ ვიტევ.

შენ გეძახი შენ, დღეები მიდიან,
ცა სევდიანი, ეს ჩემი ფიქრია,
ის შენ იყავი ლამაზი სიზმარი,
ისე წახვედი არაფერი მითხარი.

მისამღერი

და ისევ ჩუმად მიმეორებს
ქარი შენს სახეს.
სადა ხარ ახლა ნეტავი სიზმრად მენახე,
მაპატიე.

მისამღერი

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!