კატეგორია: პოპ ლელა წურწუმია – თბილისო

გამოქვეყნდა: Mar 19th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,544

Lela Tsurtsumia – Tbiliso
(მუსიკა: რუსა მორჩილაძე, ტექსტი: ირინა სანიკიძე)

ნელა მივყვები ნაცნობ ქუჩებს
ლამაზი ოცნებით ინთება გული
არ ვიცი როგორ გადავურჩე
უძირო სილურჯეს ცის.
მიყვარს თბილისო მე შენი გათენება
ჩიტების გალობა ისმისო
მახარებს ისევ ისმის შენი ხმა თბილისო.

მისამღერი:
თბილისო შენ გიმღერი
შენს სიყვარულში დავიღლები,
უშენოდ მე ვერ ვიცოცხლებ
შენთან ერთად ვიქნები.

ვის უთქვამს შენი დაბერება
წარსული დღეების ჭაღარა გშვენის,
ეს გული შენთვის ამღერდება
და ზეცას მისწვდება ხმა.
მიყვარს თბილისო მე შენი გაზაფხული
შრიალი ბებერი ჭადრების
გეტყვი და კიდევ დამრჩება სათქმელი.

თბილისო შენ გიმღერი
შენზე ფიქრებად დავიღვრები
იცოდე, რომ ვერ ვიპოვე
დარი შენი ხიბლისო.

მისამღერი

მე შენი მზის ამოსვლა გამახარებს
სითბოთი მევსება გული
და ყველა ნაცნობ ქუჩას მოვივლი
რომ გითხრა სიყვარულით.

..თბილისო შენ გიმღერი
შენზე ფიქრებად დავიღვრები
იცოდე, რომ ვერ ვიპოვე
დარი შენი ხიბლისო…

მისამღერი…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ლელა წურწუმია - თბილისო, 9.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!