კატეგორია: პოპ საუნდი – ისევ დამესიზმრები

გამოქვეყნდა: Mar 19th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 920

Saundi – Isev damesizmrebi
(მუსიკა: ა. ბადუაშვილი)

ღამის სევდიანი ფიქრები და სევდა თვალებში,
ვიცი ერთად აღარ ვიქნებით, წახვალ და გაქრები,
წვიმის პატარა წვეთები ხატავენ ჩემს სარკმელზე შენს სახეს,
ჩემთვის ვამბობ და წვიმის წვეთებსაც ვასწავლი შენს ლამაზ სახელს.

მისამღერი:
არასოდეს აღარ დაბრუნდება ის ლამაზი დღე
არასოდეს აღარ გამოჩნდები, ვიცი, დაგკარგე,
მახსოვს შენი ნაზი მოფერება, რა დამავიწყებს
ამ ღამით მესიზმრე.

ღამის წვიმიანი ქუჩები და სველი სარკმელი,
დარდით ავსებული თვალები, ფიქრები რამდენი
შენი ლამაზი ხელები მალავენ ნაზ სახეზე ჩუმ ცრემლებს,
წვიმა გხატავს ისევ ჩემს სარკმელზე წვეთებით და თან მასველებს.

მისამღერი

მთავარე შენს თმებს მათოვს შუბლზე, მთვარეს თუ აკვირდები,
მოხვალ, სულში ჩაგისახლებ, სხვას მე რას დაგპირდები,
გშორდები, არ შემოგხედავ, ვიცი ამიტირდები,
ისევ დამესიზმრები.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!