კატეგორია: პოპ ნიკუშა ქავთარაძე & ზვიო – ეს საწყალი კურდღელი

გამოქვეყნდა: Mar 19th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,954

Nikusha Kavtaradze & Zvio – Es satskali kurgheli
(ტექსტი: მაყვალა მრევლიშვილი & ხალხური)

შენ დააკლდები ქალაქს
მთას, მინოდრს, ველს და ბალახს,
შენი თვალები ვეღარ იხილავს ამას.
გაქრები, ჩაქრება შენი სანთელი
და მალე ცრემლებით გაიღიმებ.

ეს საწყალი კურდღელი
ძლიერ ავად გაგვიხდა
..არც სტაფილო ეამა,
ჩამოდნა და გაგვიხდა X2

ჩაქრები, გაქრება შენი სანთელი
და მალე ცრემლებით გაიღიმებ.

მოიწვიეს ექიმად
არჩილი და ხათუნა
..ოფლი მოადინეთო,
დაარიგეს დათუნა X2

კურდღელმა თქვა, ჩირგვში ვზივარ,
ვერვინ მოვა ჩემზედაო,
შევიხედე სერზედაო, ბატონი ზის ცხენზედაო
წინ მეძებრები მოუძღვის, დაგეშილი ჩემზედაო.
დამისიეს, გამომიდგნენ, გავექეცი განზედაო;
აღმართშია მე ვაჯობე, იმათ თავდაღმართზედაო.
ერთმა წუწკმა მეძებარმა კბილი გამკრა გვერდზედაო;
გამწიეს და გამომწიეს, ჩამომკიდეს ცხენზედაო.
მზარეულებს მიმაბარეს, კარგად შესწვით ცეცხლზედაო;
ცალი გვერდი ცეცხლზე იწვის, ცალი – ერბოს ალზედაო,
უყურეთ ამ მსუნაგებსა, რა ყოფა აქვთ ჩემზედაო?
ამარიგეს, ჩამარიგეს წვრილ-წვრილ ლამბაქებზედაო,
ხორცი ხორცად შემიჭამეს, ძვლებს იმტვრევდნენ ცერზედაო.

ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ დაეწევა მდევარი.
ერთს, რომ ერთი მივუმატოთ, რამდენია ბაჭია?
არ დაიბნა ბაჭია, ორი ყური ასწია…

შუბლზე ტილო დაადეთ,
ამოვუგეთ საბანი,
..კოვზით გადააყლაპეთ
უებარი წამალი X2

ახლა მალე მორჩები,
არ გაინძრე საბანში,
..გელოდებით, უშენოდ
..სულ არ გვინდა თამაში X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!