კატეგორია: პოპ როკვა – ტაში ბიჭო გიორგუნა

გამოქვეყნდა: Mar 19th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 29,973

Rokva – Tashi bicho Giorguna (Rachuli)
ანსამბლი როკვა – ტაში ბიჭო გიორგუნა

(რაშოვდა, რაჭული)

ლერწამისა ხესაო, ქორი მოჯდა წვერსაო,
აქ ჩამოდი ჩვენსაო, ქალი მიქნევს ხელსაო.
ხაჭაპურსაც გამოგიცხობ, ცარიელსა ქერქსაო,
ვარიასაც ქვე დაგიკლავ, ცარიელსა ძვლებსაო,
ღვინოსაც დაგალევინებ, ცარიელსა მთხლესაო.
ლერწამისა ხესაო, ქორი მოჯდა წვერსაო.

რაშოვ და დელივო დელივო დელა, რაშოვ და
რაშოვ და ჩამოვიარე სევაო, რაშოვ და
რაშოვ და გვერდზე დავიწყე წევაო, რაშოვ და
რაშოვ და გოგოები იძახოდნენ, რაშოვ და
რაშოვ და ნეტა ვის სახლში შევაო, რაშოვ და
რაშოვ და მამასახლისი გალახეს, რაშოვ და
რაშოვ და ერთი ორი მეც მომარტყეს, რაშოვ და
რაშოვ და დელივო დელივო დელა, რაშოვ და, ჰე.

..ტაში ბიჭო გიორგუნა, არ გაუშვა ეგ ბოშუნა X4
..დოუკვირდი მაგასაო, მაგის ჩიტის კაბასო X4

აბა განი რასგაგანი, ტანი ბიჭო ტანია
გოგოვ შენ კი გენაცვალე გავლა გამოვლაშია,
გაუსვი და გამოუსვი ვითომ ჭიანურია,
მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ ისიც შინაურია.

..ტაში ბიჭო გიორგუნა, არ გაუშვა ეგ ბოშუნა X4
..დოუკვირდი მაგასაო, მაგის ჩიტის კაბასო X4

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!