კატეგორია: GeoLyrics, პოპ მერაბ სეფაშვილი – ზაფხულის წვიმაში

გამოქვეყნდა: Mar 19th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,627

Merab Sepashvili – Zafkhulis tsvimashi
(მუსიკა: გ. მაჭარაშვილი, ტექსტი: ლ. სხირტლაძე)

დრო გარდასული მახსენებს თავს
უნაზეს ფერებით გრთავს,
ცისარტყელები გეხვია გარს
ავდარმა აჯობა დარს.
საბედისწერო ერთადერთ წამს
უჩემოდ არჩიე,
მოგვიანებით გავიგე
რომ ნანობ ძლიერ.

მისამღერი:
ვერავინ შეგიყვარებდა, ვერა
ვერავინ ჩემსავით,
ტკივილით გაგხსენდება ალბათ
დაკარგული გზა.
..შენ ისევ დამელოდები მჯერა
პირველი დღესავით,
მერე ფიფქებად ითოვებს სევდა.

ახლა სულ მარტო დადიხარ და
ცრემლები გისველებს თვალს,
ჩემთან შენს ნაცვლად მოვიდა სხვა
ხელახლა განათდა ცა.

რად გამახსენდი დღეს მაინც რად,
ზაფხულის წვიმაში,
ასეთ წვიმაში დამტოვე
ძვირფასო, მაშინ.

მისამღერი

..ახლა სულ მარტო დადიხარ და
ცრემლები გისველებს თვალს X3

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!